Posts

მერვე დღის რეფლექსია

მერვე დღეს შევისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის გაკეთება პოვერ პოინტერში და გავაკეთეთ სლაიდები ასევე  შაბლონში შევიტანეთ სასწავლო პროცედურები.

მეშვიდე დღის რეფლექსია

მეშვიდე დღეს შევისწავლეთ შეფასების დროის ჩარჩო. გავეცანით მეთოდებს,ინსტრუმენტებს და ფაზებს.დღვანდელი  მუშაობა  ნაყოფიერი  იყო.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგი შრომატევადი იყო. ვიმუსავეთ გუგლში, მოვიძიეთ ინფორმაციები.ამოვიღეთ სურათები,გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს.

მეხუთე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე  შევისწავლეთ პროექტის სასწავლო მიზნები და შედეგები.ვიმუშავეთ  ზოგად თემატურ და შინაარსობრივ  კითხვების დასმაზე.  განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების ტიპები.

მეოთხე დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლების მეოთხე დღე განსაკუთრებით შემეცნებითი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. დღეს პროექტის წერის დამხმარე ელექტრონულ სახელმძღვანელოს ( tpdc.ge/essentials ) გავეცანი რომელიც ახალ შესაძლებლობებს მომცემს პროექტის წერისას  და გავეცანი ოცდამეერთე საუკუნის უნარ-ჩვევებს და მოვახდინე მათი სინთეზი ჩემს პროექტში რათა უფრო საინტერესო გამეხადა იგი ჩემი მოსწავლეებისათვის. ამასთნ მივიღე სახლში შესასრულებელი დავალება კერძოდ : მიმართულების მიმცემი კითხვების დამუშავება და მათი სამ კატეგორიად დაყოფა.

მესამე დღის რეფლექსია.

პროექტებით სწავლების ფარგლებში მე შევისწავლე პროექტის წერა და მათი გამოყენება სწავლის პროცესში. ჩემი აზრით პროექტის წერა მომცემს ახალ შესაძლებლობებს და დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში.   განვლილი სამი დღიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო მესამე დღე აღმოჩნდა, რადგან ვისწავლე თუ როგორ უნდა გავაკეთო საკუთარი ბლოგი.